თამაშგარე

10:08 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პუმას” ყველაზე სწრაფები

იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, ლეგენდარული იამაიკელი მორბენალი უსაინ ბოლტი და ნაკლებად ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო და სხვა ცნობილი სპორტსმენები ფირმა “პუმამ” ახალ კრეატიულ სარეკლამო კლიპში გადაიღო.

კლიპში უსაინ ბოლტი, ლამაზმანებთან ერთად ზის ჯაკუზში და ამავე ვიდეორგოლში მეტნაკლებად სპორტული კუთხით სერხიო აგუეროა წარმოჩენილი, რომელსაც ლამაზმანებთან ჯაკუზში ყოფნის საშუალება არ მისცემია.

რეკლამის სლოგანი კი დაახლოებით ასე ჟღერს: ”სამუდამოდ სწრაფი”. ჩვენს პლანეტაზე ყველაზე სწრაფი კი ვიცით ვინცაა...

ნახეთ ეს კლიპი და შეაფასეთ “პუმას ნაღვაწიც: https://www.youtube.com/watch?v=GKeDKmXU_hw

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104288