ფეხბურთი

11:55 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ პოგბა გადაიფიქრა

"პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის პაულ პოგბას შეძენა გადაიფიქრა.

საქმე ის გახლავთ, რომ ფრანგულ გრანდს უეფას მხრიდან სანქციების ეშინია. ევროპის მთავარმა მმართველმა ორგანომ პსჟ-ს ფეარ პლეის პრინციპების დაცვა მოსთხოვა და ფრანგებს ერთ ფეხბურთელში 60 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ შეუძლიათ.

როგორც ცნობილი გახდა, ტურინელები პოგბას 75 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეელევიან, პარიზელებმა კი ნახევარმცველის შესაძენად 50 მილიონი გაამზადეს.

21 წლის ფეხბურთელის შესაძენად ფინანსურად ყველაზე ახლოს კვლავ მანჩესტერ იუნაიტედია". "წითელი ეშმაკები" მზად არიან მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ. თავად ფეხბურთელს კი იტალიაში დარჩენა სურს.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090368