ფეხბურთი

17:14 | 25.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ალეგრის იწვევს

 

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის შეცვლას “მილანის” თავკაცით – მასიმილიანო ალეგრით გეგმავს. Football Italia-ს ცნობით, იტალიელ სპეციალისტს პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო უკვე დაუკავშირდა.

შემდეგ კვირაში, ალეგრი “მილანის” ხელმძღვანელებს შეხვდება და სამომავლო გეგმებს განიხილავს. ამის შემდეგ, გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა იტალიელი სამწვრთნელო საქმიანობას “სან სიროზე”.

თავის მხრივ, არც ანჩელოტის საკითხია გადაწყვეტილი, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ პარიზელთა დამრიგებელმა მადრიდის “რეალს” მიაშუროს. მისი შეცვლის უპირველესი კანდიდატი სწორედ ალეგრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122107