თამაშგარე

11:38 | 1.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

პროდასავლური ალი დაეი

გახსოვთ ირანელი ფეხბურთელი ალი დაეი? კაცი, რომელმაც 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის ნაკრებს აშშ-ს გუნდთან გაამარჯვებინა და მთელი ირანის გული სამუდამოდ მოიგო. ამჟამად ალი დაეი ირანში რამდენიმე საქმეს ერთობლივად ეწევა. არის ერთ-ერთი იქაური საფეხბურთო კლუბის მფლობელი, აქვს თავისი ბიზნესი, მუშაობს ირანის ფეხბურთის ფედერაციაში და ასევე არის სპორტის მინისტრის მრჩეველი. ერთი სიტყვით, ირანში ალი დაეი მართლაც რომ დაფასებული და ღირსეული კაცია.
დღევანდელი ირანის კარჩაკეტილობისა და ანტიდასავლურობის ამბავი ყველამ ვიცით. სწორედ ამიტომაც, ალი დაეი ერთ-ერთი გამონაკლისი ადამიანია, რომელიც თავის პროდასავლურ განწყობებს ხმამაღლა ადასტურებს და ამის გამო, ჯერჯერობით არ დასჯილა. რამდენიმე დღის წინ, თეირანის ერთ-ერთ სკოლაში მისულმა ალი დაეიმ ბავშვებთან საუბარში თქვა, რომ მისი აზრით, ირანის ხელისუფლება არ იქცევა სწორად, როდესაც ხალხში ანტიამერიკულ განწყობებს აღვივებს, რადგან დღეს ამერიკა პროგრესს ქადაგებს – ირანში კი სამწუხაროდ, სწორედ პროგრესი იზღუდება ყველაზე მეტად.
ასეთი პირდაპირობის გამო, ალი დაეის ევროპაში და ამერიკაში ნამდვილ გმირად თვლიან და ევროპის არასპორტული გაზეთებიც ხშირად წერენ მასზე. ალიმ კარგად იცის, რომ მისი დაჭერა არც ისეთი იოლი საქმეა, რადგან ირანში ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს და თუკი ხელისუფლება მას ციხეში ჩასვამს, ირანელები ამას აუცილებლად გააპროტეტსტებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092279