ლათინოამერიკული სერიალების მოყვარულთათვის ალბათ კარგად ცნობილია ტელეკომპანია “ტელევისა”, სადაც ისეთი ცრემლმომდენი სერიალები იწარმოება, დიასახლისთა და არამხოლოდ დიასახლისთა გულშეღონებანი და დარდიანი სიზმრები არაერთხელ რომ გამოუწვევია.
როგორც ჩანს ამ “ტელევისას” ფეხბურთების ტრანსლირების უფლებაც გააჩნია და განსაკუთრებით ესპანური პრიმერადივიზიონის მატჩებს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, აღნიშნული ტელეკომპანიის სპორტულ წამყვანს უპატიებელი შეცდომა მოსვლია, რის გამოც შემდეგ ბოდიშის მოხდა დასჭირდა.
კატალონიის “ბარსელონას” მატჩის რეპორტირების დროს, კომენტატორმა კატალონიელთა ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის ნაცვლად, შეცდომით ცნობილი პორნოვარსკვლავის, ალექსი ტექსასის სახელი გამოაცხადა, რამაც მთელი კატალონია და განსაკუთრებით კი სანჩესი ძალიან გააბრაზა. გავს თუ არა ალექსის სანჩესი ალექსი ტექსასს - ამას ფოტოებიდანაც ადვილად მიხვდებით.







