დასრულდა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი მატჩ-ტურნირის პირველი წრე, რომელსაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მდებარე საჭადრაკო კლუბი ნტნ მასპინძლობს.
14 თებერვალს, სალომე მელია – ნინო ბაციაშვილის შეხვედრა ყაიმით დასრულდა. ნინო ხურციძე ისვენებდა. პირველი წრის შემდეგ, სატურნირო მდებარეობა ასე გამოიყურება: 1. ნინო ხურციძე (1,5 ქულა) 2. სალომე მელია (1,0), 3. ნინო ბაციაშვილი (0,5).
15 თებერვალს მელია შეხვდება ხურციძეს. ბაციაშვილი ისვენებს.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ნახსენები სამი მოჭადრაკიდან, ეროვნული ნაკრების საგზურს I-II ადგილზე გასული სპორტსმენები მიიღებენ.







