ჭადრაკი

2:30 | 3.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მარცხი მონღოლეთში

მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში ფიდე-ს გრან-პრის მე-5 ეტაპზე მოთამაშე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ (2506) პირველი მარცხი განიცადა და ტურნირის 12 მონაწილეს შორის, 2 ქულით, მე-6 ადგილამდე დაქვეითდა.
მე-4 ტურში ჩიბურდანიძე შავი ფიგურებით ჩინელ ლიდერ ქსუე ჟაოს (2542) დაუპირისპირდა და 53-ე სვლაზე წააგო. შედეგად, აზიელი 3.5 ქულით პირველ პოზიციაზე დარჩა, მას კი კვალში, ნახევარქულიანი ჩამორჩენით, რუსი ტატიანა კოსინცევა (2562), ინდოელი ჰუმპი კონერუ (2600) და ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2560) ჩაუდგნენ.
ხვალ, მონღოლურ ეტაპზე დასვენების დღეა, 5 აგვისტოს კი მე-5 ტურის პარტები შედგება. ჩიბურდანიძე თეთრებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი ჩინელი იუჰუა ქსუ (2485) იქნება, რომელსაც მაიას დარად, 2.0 ქულა გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ გასული ეტაპების შედეგებით, გრან-პრის სათავეში 390 ქულით ნანა ძაგნიძე იმყოფება, რომელსაც მონაწილეობა სამ ტურნირში აქვს მიღებული (ჩიბურდანიძის აქტივში მხოლოდ 85 ქულაა). ასევე სამ ეტაპის ჯამში 320 ქულა აქვს ჰოუს, ხოლო ტატიანა კოსინცევამ ორ ტურნირში 290 ქულა მოაგროვა.
ჰოუცა და კოსინცევაც (მან უკანასკნელ ეტაპზე თამაშზე უარი განაცხადა) მონღოლეთში ბოლო ეტაპს თამაშობენ და ძაგნიძის დაწევის ბოლო შანსი აქვთ, ნანას კი მონაგარის გაზრდის საშუალება ჩილეში დაგეგმილ ტურნირში მიეცემა.
გრან-პრის  თითოეული მონაწილე 4 ტურნირს თამაშობს და საერთო ჩათვლაში 3 საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. ქულათა საერთო ჯამით გამარჯვებული მოჭადრაკე 2011 წლის ბოლო მეოთხედში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლის უფლება მიიღებს.
გრან-პრიზე დასვენების დღეები 3 და 8 აგვისტოა, დასკვნითი მე-11 ტური კი 11 აგვისტოს გაიმართება. თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ევროს შეადგენს, ადგილების მიხედვით ქულები და თანხები კი ასე გადანაწილდება:
I ადგ. 120 + ბონუსი 40 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. 110 ქულა + ბონუსი 20, 4 750
III ადგ. 100 ქულა + ბონუსი 10, 4 000
IV ადგ. 90  ქულა, 3 750
V ადგ. 80 ქულა, 3 500
VI ადგ. 70 ქულა, 3 250
VII ადგ. 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. 50 ქულა, 2 750
IX ადგ. 40 ქულა, 2 500
X ადგ. 30 ქულა, 2 250
XI ადგ. 20 ქულა, 2 000
XII ადგ. 10 ქულა, 1 750

გრან-პრის ექვსივე გათამაშებაში გამოვლენილი 9 საუკეთესო მონაწილე შემდეგნაირად დაჯილდოვდება:
I ადგ. 15 000 ევრო
II ადგ. 10 000
III ადგ. 8 000
IV ადგ. 7 000
V ადგ. 6 000
VI ადგ. 5 000
VII ადგ. 4 000
VIII ადგ. 3 000
IX ადგ. 2 000

 
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-5 ეტაპი. ულანბატორი (მონღოლეთი). 29 ივლისი-12 აგვისტო
მეოთხე ტური

შენ იანგი (ჩინეთი, 2453) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2527) 0:1
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2536) – ბატხუაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2418) 1:0
ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2542) – მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2506) 1:0
იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2485) – ჩენ ჟუ (ჩინეთი, 2488) 0.5:0.5
ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2595) – იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2585) 0.5:0.5
მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519) – ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2224) 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა
1. ჟაო – 3.5; 2. კოსინცევა – 3; 3. კონერუ – 3; 4. სტეფანოვა – 2; 5. ჰოუ – 2.5; 6. ჩიბურდანიძე – 2; 7. ქსუ – 2; 8. სებაგი – 1.5. 9. ჟუ – 1; 10. ილდიზი – 1; 11. მუნგუნტაალი – 1; 12. შენი – 0.5;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096154