დღევანდლამდე რაფა ნადალი და ნიკოლას ალმაგრო ერთმანეთის პირისპირ 11-ჯერ იყვნენ წარმსდგარი და თერთმეტივე ორთაბრძოლა მსოფლიო რეიტინგის ლიდერის მოგებით დასრულდა. ამჯერად რაფა და ნიკოლასი Barcelona Open Banc Sabadell-ის მეოთხედფინალში შეხდნენ და 28 წლის მურსიელმა ალმაგრომ საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში პირველად მოახერხა ნადალის ძლევა.
ნადალისა და ალმაგროს მეოთხედფინალი 2 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. რეიტინგსიის მეოცე ნომერმა ნიკოლასმა 4-4 ბრეიკი და ეისი შეასრულა და ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ასპარეზობას ჩამოაშორა.
რაფა ნადალს რაც შეეხება, გუშინ მან დოდიგის დამარცხებით კარიერის 683-ე მოგება იზეიმა და კორტზე გამარჯვებათა რაოდენობით ამერიკელ არტურ ეშს გაუთანაბრდა. რაფა და ეში ამ მაჩვენებლით 11-ე ადგილს იყოფენ. ყველაზე მეტი მოგება ამერიკელ ჯიმი კონორსს აქვს (1253), ხუთეულში კი ჩეხი ივან ლენდლი (1071), შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (951), არგენტინელი გილერმო ვილასი (929) და ამერიკელი ჯონ მაკინროი (875) შედიან.