თუ ქალთა ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალი რეიტინგის პირველი სამეულის გარეშე ჩაივლის, მამაკაცთა შორის კი პირველ-მეორე ნომრებად განთესილები ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი პირველობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
26 წლის შოტლანდიელმა რუს მიხაილ იუჟნის ორსაათნახევრიან მატჩში 6:4, 7:6 (7:5), 6:1 მოუგო და აღმოსავლეთსლავთან პირადი მატჩების ანგარიში 3:0 გახადა.
ასევე 3 სეტით იმარჯვა კლასიფიკაციის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მან პირველი სეტი იოლად მოუგო (6:1) გერმანელ ვეტერან ტომი ჰაასს. მეორე-მესამე პარტიებში ალემანმა გაიბრძოლა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მაინც ბალკანელმა იმარჯვა – 6:4, 7:6.
მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან
ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) – ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი)
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი)
დავიდ ფერერი (ესპანეთი) – ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)
ლუკაშ კუბოტი (პოლონეთი) – ეჟი იანოვიჩი (პოლონეთი)