ჭადრაკი

22:29 | 8.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირველ ლიგას ისევ სამეული ლიდერობს

დასასრულს მიუახლოვდა ქალ მოჭადრაკეთა პირველი ლიგის პირველობა, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპნძლობს.
მე-7 ტურში დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ლიდერთა მონაწილეობით, სადაც ერთმანეთს 5-5 ქულის მქონე ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე ეთამაშებოდნენ. მათ შეხვედრა ყაიმით დაასრულეს, რითაც ისარგებლა 4,5 ქულის მქონე მაკა ფურცელაძემ - მან შავი ფერის ფიგურებით ანა გავაშელს (4 ქულა) მოუგო და ლიდერებს შეუერთდა.
ასპარეზობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან და IV-VII ადგილებს ინაწილებენ: სოფო ნიკოლაძე, მარინა მიქაძე, სოფო გვეტაძე და ანა შაფათავა.
მე-7 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ლიდერთა მონაწილეობით:
ნინო ბაციაშვილი (5 ქულა) – მერი არაბიძე (5) 0,5:0,5; სოფო გვეტაძე (4,5) – მირანდა მიქაძე (4,5) 0,5:0,5; ანა გავაშელი (4) – მაკა ფურცელაძე (4,5) 0:1; ქეთი წაწალაშვილი (4) – სოფო ნიკოლაძე (4) 0:1; ანა შაფათავა (4) – ნინო კეკელიძე (3,5) 1:0; ნატო იმნაძე (3,5) – ალექსანდრა ვახანია (3,5) 0,5:0,5; ლიზი ტრაპაიძე (3,5) – მადონა ბოლუჩავა (3,5) 0:1.
მე-8 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით:
არაბიძე (5,5) – ფურცელაძე (5,5); მიქაძე (5) – ბაციაშვილი (5,5); ნიკოლაძე (5) – გვეტაძე (5); ბოკუჩავა (4,5) – შაფათავა (5).

 

როლანდ ლაბუჩიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175282