ფეხბურთი ხშირად ხდება ხოლმე პოეტებისა და მხატვრების მუზების საგანი. ფეხბურთელებისათვის მუსიკოსებს სიმფონიებიც კი აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში მიძღვნილი. ფეხბურთზე გადაღებულ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმებს ხომ უამრავს ჩამოვთვლით...
ზელოვნებისა და სპორტის ”ურთიერთსიყვარულის” ისტორია დღესაც გრძელდება. იტალიელმა, კონკრეტულად კი ტურინელმა ქომაგებმა, ”იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების უბერებელ ნახევარმცველს, ანდრეა პირლოს ერთი ლექსი კი არა, მთელი პოემა მიუძღვნეს.
ტიფოზების მიერ დაწერილ პოემას ”პირლიადა” ჰქვია და მისი სიუჟეტი თითქმის მთლინად იმეორებს ლეგენდარული ”ილიადას” სიუჟეტს. ”პირლიადაში” ანდრეა პირლო მხედართმთავარია, რომელიც ყველა მოწინააღმდეგეს ღირსეულად ამარცხებს და მსოფლიოს მბრძანებელი ხდება.







