ფეხბურთი

15:41 | 7.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პიკეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ამის შესახებ AS-ი იუწყება. 

საქმე ისაა, რომ უკანასკნელ “ელ კლასიკოში”, სერხიო რამოსისა და ადრიანოს ეპიზოდის შემდეგ, პიკემ მსაჯს ჟესტით ბორკილები მიანიშნა (იხ.ფოტო). ამით, არდანიშნული პენალტის გამო, მცველმა პერეს ლასას აგრძნობინა, რომ მსაჯები კატალონიელებს ბოჭავდნენ და თამაშის გადარჩენის საშუალებას არ აძლევდნენ. 
2010 წელს, ჟოზე მოურინიო ანალოგიური ჟესტისთვის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. იმ დროს, პორტუგალიელი მილანის “ინტერში” მუშაობდა და გადაწყვეტილებაც შესაბამისმა ორგანომ მიიღო, ხოლო რა ბედი ელის პიკეს, ჯერჯერობით, უცნობია.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114578