ფეხბურთი

20:08 | 30.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: “თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ იქნება, ფინალში გასვლის შანსი გვაქვს”

“ბარსელონას” მცველი პიკე დარწმუნებულია, რომ მის პარტნიორებს უფლება აქვთ ოთხშაბათს ცოტა ბავშვურები იყვნენ და “ბაიერნის” დიდი ანგარიშით დამარცხებაზე იოცნებონ, რაც მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურს მოუტანს.

“მახსოვს, “ბარსელონამ” როგორ წააგო “მილანთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალი – 0:4. მაშინ 7 წლის ვიყავი. მახსოვს, მამაჩემი ამ მარცხს როგორ განიცდიდა. ოთხშაბათს შეგვიძლია ცოტა ბავშვურები ვიყოთ. ჩვენ უფლება გვაქვს გვჯეროდეს, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება. თავისუფალი სივრცეები უნდა მოვიპოვოთ, ბურთი ვაკონტროლოთ და სწრაფი ფეხბურთი ვითამაშოთ. წარსულში დაგვიმტკიცებია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება, რათა ვიგრძნოთ, რომ “ბარსა” ჯერ ჩემპიონთა ლიგიდან არ გავარდნილა. მოკლედ, ყველა საშუალებას უნდა ჩავეჭიდოთ, რომ ოთხშაბათ საღამოს გავიმარჯვოთ. თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ იქნება, ფინალში გასვლის შანსი გვაქვს.

ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი – ეს არაერთხელ გაგვიკეთებია. ფანტასტიკური გულშემატკივრები გვყავს და ისინი იმსახურებენ, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ. “რეალისა” და “ბორუსიას” თამაშს, როგორც ჩვეულებრივი ფეხბურთის გულშემატკივარი ვუყურებ. შედეგი ჩემთვის სულერთია. ჩვენ ვიცით მესის ფასი. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მასთან ერთად თამაში საუცხოოა. ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელია საჭიროა, განსაკუთრებით მესი. 2009 წელს “ბაიერნი” 4:0 დავამარცხეთ, მაგრამ მაშინ სხვა გუნდი იყო. ახლა გერმანელები გაცილებით უკეთ გამოიყურებიან, სხვა მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავთ. განსხვავება ძალიან დიდია”, – იუწყება პიკეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.


თეგებიპიკე
0.11829