ფეხბურთი

18:34 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: “ცენტრალური მცველის პოვნა იოლი არ იქნება”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ხერარდ პიკე აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის შესაფერისი ცენტრალური მცველის პოვნა იოლი არ იქნება.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ “ბარსას” უმთავრესი საზრუნავი დაცვის ცენტრის გაძლიერებაა. ამ პოზიციაზე მოთამაშე პიკე მიიჩნევს, რომ კატალონიელთა თამაშის სტილის უნიკალურობის გამო, სათანადო ფეხბურთელის მოძიება რთულია.

“ძნელია “ბარსელონას” დაცვის ცენტრისთვის შესაფერისი ფეხბურთელის მოძებნა, რადგან თამაშის ჩვენი სტილი უნიკალურია. ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Goal-ი.

აქამდე, ევროპელი ჟურნალისტები “ბარსელონას” ტიაგუ სილვას, დავიდ ლუიზს, მარკინიოსს, დანიელ აგერსა და სხვა არაერთ ფეხბურთელს უკავშირებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115102