ფეხბურთი

12:15 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეტკოვიჩმა თანამდებობა დატოვა

იტალიური პრესის ცნობით, რომის “ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა “ატალანტასთან” განცდილი მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

“არწივებმა” სეზონი წარუმატებლად დაიწყეს. ისინი დიდი ანგარიშით დამარცხდნენ “იუვენტუსთან” და წააგეს დერბი “რომასთან”, ხოლო მერე აუტსაიდერ “სასუოლოსთან” ქულები დაკარგეს. ბოლო ოთხი თამაშიდან რომაელებმა სამი ფრედ დაასრულეს, ხოლო კვირას “ატალანტასთან” 1:2 დამარცხდნენ.

Rai Sport-ის მტკიცებით, ბერგამოში განცდილი მარცხის შემდეგ “ლაციოს” ბოსნიელმა თავკაცმა პეტკოვიჩმა, რომელმაც გასულ სეზონში გუნდს იტალიის თასი მოაგებინა, თანამდებობა დატოვა.

წყაროს ცნობით, ვლადიმირის ადგილს სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი დაიკავებს, რომელიც წარსულში სწორედ რომაული კლუბის ღირსებას იცავდა. ამასთან, ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გუნდის ყოფილი მწვრთნელი ედი რეია კვლავაც უმუშევარია. სხვა საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებიან, რომ პეტკოვიჩს სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა მისცეს და მისი ბედი ევროპის ლიგაზე კვიპროსულ “აპოელთან” და ჩემპიონატში “კალიარისთან” მატჩის შემდეგ გადაწყდება.

0.114461