ჩოგბურთი

22:10 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეტკოვიჩი ჰალეპის წინააღმდეგ

 26 წლის გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი სადიდსლემო ტურნირის ნახევარფინალში პირველად გავიდა. მან მეოთხედფინალში 27 წლის იტალიელ სარა ერანის 6:2, 6:2 მოუგო. პეტკოვიჩი მეოთხედფინალში რუმინელ სიმონა ჰალეპს შეხვდება, რომელმაც ზუსტად ასეთივე ანგარიშით რუს სვეტლანა კუზნეცოვას სძლია.

ბოსნიაში დაბადებული პეტკოვიჩისა და ერანის ორთაბრძოლა მხოლოდ საათს გაგრძელდა. ანდრეამ 7 ბრეიკი განახორციელა და აპენინელთან პირადი შეხვედრების ბალანსი 2:1 გახადა.

20 წუთით უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა დღევანდელი მეორე მეოთხედფინალი. ჰალეპმა 6 ბრეიკი შეასრულა და კუზნეცოვასთან ურთიერთშეხვედრებში 3:2 დაწინაურდა.

შეგახსენებთ, მეორე ნახევარფინალში რუსი მარია შარაპოვა კანადელ ეჟენი ბუშარს შეხვდება.

0.115799