ფეხბურთი

1:22 | 4.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“პესკარამ” მწვრთნელი დაითხოვა

48 წლის იტალიელი სპეციალისტი კრისტიანო ბერგოდი “პესკარას” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ამის მიზეზი ისაა, რომ მის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, ბოლო 8 მატჩში, მხოლოდ 1 ქულა აიღო და ამჟამად, “პესკარა” გასავარდნ ზონაში იმყოფება.

“პესკარას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილი უახლოეს 24 საათში გახდება. იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბერგოდის “პესკარას” ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი კრისტიან ბუკი შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10877