ფეხბურთი

17:34 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პელეს იტალია და ბალოტელი მოსწონს

კონფედერაციის თასის დაწყებამდე, ფეხბურთის მეფედ შერაცხული პელე იტალიის ნაკრებსა და მის თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის აქებს.

“ბალოტელის თამაშის სტილი მომწონს. ის ნამდვილი თავდამსხმელია. მარიო ფიზიკურ შესაძლებლობებს იყენებს და თავისთვის სივრცეებს ითავისუფლებს, ხოლო მეტოქეს პრობლემებს უქმნის.

იტალიის ნაკრები მომწონს იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში, ეს გუნდი თავს საუკეთესო მხრივ წარმოაჩენს ხოლმე.” – ციტირებს პელეს სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია და იტალია კონფედერაციის თასზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ისინი ერთმანეთს ბოლო ტურში, 22 ივნისს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117