თამაშგარე

11:23 | 31.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

პელე მესის “განათლებას“ ცდილობს

ბრაზილიელი დოკუმენტალისტის, ვინმე რონდო სინდეს მიერ წლების წინ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “მარადიული პელე“ თავის დროზე არაერთი კინოფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა. თუმცა, ირკვევა, რომ არგენტინელ ლეო მესის ეს ფილმი ჯერჯერობოთ ნანახი არა აქვს. ყოველ შემთხვევში, თავად ლეო ასე ამბობს.
ზემოთხსენებული ფილმის მთავარი გმირი, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე ძალზე გაუნაწყენებია იმ ფაქტს, რომ ”ბარსელონას” არგენტინელ ფეხბურთელს მისი თამაშის ვიდეოკადრები აქამდე არასოდეს უნახავს. პელემ ცოტა ხნის წინ დისკი, სადაც ”მარადიული პელეა” ჩაწერილი, კატალონიაში თავისი ხელით გაუგზავნა ლეო მესის და თან წერილიც გააყოლა: ”ახლა მაინც ნახე ჩემი თამაში და ბევრ რამეს მიხვდებიო”.
ზუსტად ვერავინ გამოიცნობს იმას, თუ რა დასკვნებს გამოიტანს მესი პელეზე გაკეთებული დოკუმენტური ფილმით (თუკი საერთოდ ნახავს ამ ფილმს), თუმცა, არგენტინელის ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ მას ყელში ამოუვიდა პელეს მხრიდან მუდმივი ჭკუისდარიგებები. სხვათა შორის, ”მარადიული პელე” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თავის დროზე დიეგო მარადონასაც გაუგზავნა და როგორც შემდეგ დიეგომ თქვა, ფილმი დღემდე არც მას უნახავს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101073