იტალიურ ”მილანში” მობურთალ ბრაზილიელ ფეხბურთელს - ალეშანდრუ პატოს მანდილოსანი თაყვანისმცემლები არასოდეს აკლდა. ამჟამად, საერთოდაც, ”მილანის” პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილი - ბარბარა ჰყავს საწოლში ჩაკოტრიალებული. მაგრამ არის ერთი ქალი, რომელიც პატოზე პლატონურადაა შეყვარებული და ალეშანდრუს გული ვერა და ვერ მოიგო.
პატოზე უიმედოდ და სულით ხორცამდე შეყვარებულ გოგონას, მიქაელა პეიჯი ჰქვია და ლათინურ ამერიკაში არც ისე უცნობი ადამიანია - ინგლისური წარმოშობის პერუელი მოდელია, რომელიც მილანს მოდის კვირეულების, ანუ ”ფეშენ-ვიკების” დროს ხშირად სტუმრობს ხოლმე და თითქმის არასოდეს აცდენს ”მილანის” საშინაო მატჩებს.
მიქაელა პეიჯი არ მალავს, რომ ბრაზილიელი პატო გულში ჩაუვარდა და მისი რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ ის შეძლო, რომ ალეშანდრუ პირადად გაიცნო და მეგობრებთან ერთად რესტორანში ივახშმეს. ამ ქალს კი ალეშანდრუსგან აშკარად მეტი სურს. ასრულდება თუ არა მისი ოცნება, ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა, პატოს ასეთი შეუვალობა, ცოტა არ იყოს, გაკვირვებას იწვევს...







