ჩვენ ადრეც ვწერდით სამხრეთაფრიკელ პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილე მორბენალ ოსკარ პისტორიუსზე, რომელსაც მეგობარი ქალის, რევა სტენკამპის მკვლელობის გამო სასჯელი ემუქრებოდა.
სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ პისტორიუსს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა მკვლელობისთვის და იარაღის უკანონო შენახვისთვის. გამოძიების მიხედვით, მან ოთხჯერ გაისროლა საპირფარეშოს მიმართულებით, სადაც ქალი იმყოფებოდა. ოსკარი კი ამბობს, რომ არ იცოდა ვინ იყო საპირფარეშოში.
სამართალდამცველებმა ოსკარის ბინიდან 28 არადეკლარირებული ვაზნა ამოიღეს. თუ სპორტსმენს ბრალი დაუმტკიცდა, მას 25 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე ემუქრება ციხე. საქმის საბოლოო განხილვა კი, 2014 წლის მარტში განახლდება.







