საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ამირან პაპინაშვილმა, რიო დე ჟანეიროში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა. 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგიანი სპორტსმენი, შეჯიბრებაში მეორე წრიდან, მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო, სადაც თურქ აჰმეთ საჰინ კაბას იპონით მოუმთავრა საქმე.
შეხვედრის მესამე წუთზე, პაპინაშვილმა მეტოქე ვაზარზე დასცა, მეოთხე წუთის მიწურულს კი, შებოჭვაზე გამოიჭირა.
მერვედფინალში, ქართველი ძიუდოისტი გერმანელ ტობიას ენგლმაიერს დაეჭიდება, რომელმაც უზბეკ დიორბეკ უროზბოევს სძლია.