ქართველი სპორტსმენები

13:47 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილის ოქრო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) მოსკოვის “დიდ სლემზე” ჩემპიონი გახდა და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა..

პაპინაშვილმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა. ჰოლანდიელ ხეროენ მუურენსა და აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს იპონებით გაუსწორდა, ხოლო სომეხ ჰოვანეს დავთიანს ვაზარი-იუკო აკმარა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბრაზილიელი ფელიპე კიტადაი ორწუთ-ნახევარში ბრწყინვალე გდებით გააკრა ბეჭებზე.

0.121671