ძიუდო

17:42 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი ოქროს მიუახლოვდა

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მსუბუქწონოსანმა ამირან პაპინაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოთხი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა. ფრანგულ  ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ქართველი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო, პერუელ ხუან პოსტიგოსთან შეხვედრით, რომელიც იუკოთი მოიგო. შემდეგი მეტოქეები: ფრანგი ადრიენ რეიმონდი, აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი და ტაივანელი მინგ იენ ცაი იპონ-იპონ ჩამოიცილა. ფინალში კი მონღოლ ბოლდბაატარ განბატს დაეჭიდება.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მეორე ქართველი ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა, მონღოლ ხერლან განბოლდთან წაგებით. იქამდე კი ლიბიელი მოჰამედ ელჰადი ელკავისაჰისა და პერუელი დილმერ კალეს ძლევა მოასწრო.

დღესვე მედლები 66 და 73 კილოგრამებშიც გათამაშდება. ამ წონებში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტელეკომპანია GMG განახორციელებს. 

0.125687