საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესი წევრი ამირან პაპინაშვილი ჰავანაში მიმდინარე გრან პრიზე ფინალში გავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ქართველი ძიუდოისტი მიმდინარე ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. პაპინაშვილი ტურნირში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ამერიკელ აარონ კუნიჰიროს ორწუთნახევარში მოუმთავრა საქმე. შემდეგ მეტოქესთან, შვეიცარიელ ლუდოვიკ ჩამარტინთან იუკოს აგებდა, მაგრამ ვაზარი და იუკო აიღო. ნახევარფინალში კი ებრაელი არტემ არშანსკი მეოთხე წუთზე დასცა ბეჭებზე.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში პაპინაშვილი ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს დაუპირისპირდება.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 66 კილოგრამშიც უნდა გამოვლინდნენ, მაგრამ ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით ღამის 1 საათიდან დაიწყება.