ფეხბურთი

13:35 | 19.10.2013 | ნანახია 3680 - ჯერ

პაოკ-ში 18 წლის ქართველი მცველი ვარჯიშობს

სალონიკის პაოკ-ში 18 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ალეკო ჩაკვეტაძე ვარჯიშობს. ის ორიოდე თვის წინაც იყო პაოკ-ში გასინჯვაზე და მწვრთნელ ჰუბ სტევენსს თავი მოაწონა, ამჯერად კი ხელახლა გამოიძახეს.

"ქართველმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საკმაო პერსპექტივაა იმისა, რომ პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმონ. ის რუსთავის "მეტალურგის" წევრია და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ირიცხება" – წერს ბერძნული Novasports-ი. 

ჩაკვეტაძე ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და ესპანეთთან ბოლო წუთზე გოლიც აქვს გატანილი – ეს შარშან, ბაქოში გამართულ "კასპიის თასზე". ახლა კი ჩაკვეტაძე 19-წლამდელთა ნაკრებშია, რომელსაც ასევე მაისურაძე წვრთნის.

პაოკ-ს კი წარდგენა არ სჭირდება: გუნდი წინა სეზონში მეორე ადგილზე გავიდა და მიმდინარე ჩემპიონატშიც ამ პოზიციაზეა. სალონიკის კლუბი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს.

 


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:22 | 19.10.2013
levani82 (41682)

shotai-olimpi

მეტალურგის U17 ძაან კაი გუნდია. არ ვიცი შენ რას ერჩი

18:35 | 19.10.2013
guria (205)

19,10,13 - 17 წლიანების თამაშია შვედეთი - ლიტვა. შემთხვევით შევხედე შემდგენლობებს, შვედეთში თამაშობენ 18 ნომრად ჩხეიძე და 11 ნომრად ჩაკასუა თუ ჩიკაშუა (ქართულ გვარს გავს )რომელსაც 2 გოლი აქ გატანილი ჯერ-ჯერობით.

18:30 | 19.10.2013
bavarieli (260)

გოგიამ გაიტანა.. ეხლა დაიდება სტატია და ატყდება ერთი ამბავი))

18:16 | 19.10.2013
ნუღარმბლოკავთსაკმარისია (237)

პაოკარააა ჩემს პაოკში ქართველი თუ გაიჩითა უბედნიერესი ვიქნები

17:43 | 19.10.2013
ჩიჩარიტო (18039)

დარციმელია მართლა ალგეთში გადავიდა თუ სოქერვეი ურევს რაღაცას?

16:58 | 19.10.2013
Becks23 (1117)

კაია წარმატებები რაც მეტი ფეხბურთელი იქნება ესეთ კაი გუნდებში მით უკეთესი

16:42 | 19.10.2013
gogol (1522)

ესეთი კარგი ინფოები კვირაში 1 რომ იდებოდეს ძაან მაგარი იქნებოდა...


სირცხვილი მეტალურგს მიცეი რა შანსი შე მამა ცხონებულო ჩამოწერილი ფეხბურთელების თამშს ათამაშონ პერსპექტიული ბიჭები...

დინამოს ჰყავს ხოლმე კიდე ძაან მაგარი ბიჭები დუბლებში...

16:19 | 19.10.2013
guliti (13)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

15:41 | 19.10.2013
dato.nanava (2529)

ვსვს კაია

14:25 | 19.10.2013
Kala94 (6114)

საინტერესოა ! წარტამებები ალეკო !

14:22 | 19.10.2013
paskunjis axlobeli (915)

ეს ვინ არი ვაფშე, რა მოხელენაჩალნიკია რა ჩინ მედლები აქვს?

14:19 | 19.10.2013
giorgi-30 (24)

პაოკში, სანდრო ფირცხალავაც არის.

14:13 | 19.10.2013
shotai-olimpi (2773)

ვაფშე ყვლა გუნდმა ტორპედოსავით ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა ათამაშოს აბსოლიტურად ყველამ და სისწრაფეც მოიმატებს და დონეც ერთ 5 წელიწადში ეს აზერბაიჯანიდან გამოგდებული 30 წლის ფეხბურთელები რომ არაფრის მაქნისები არიან ვერ ხვდებიან?

15:56 | 19.10.2013
ramo (435)

ეგრე თუ გააკეთეს სულ მოისპობა ფეხბურთი. ქუთაისი იმიტომ ქაჩავს რომ სხვები ვერ თამაშობენ. ათამაშდება ზესტა, დილა, იგივე მეტალურგი და მერე ვნახოთ.

16:48 | 19.10.2013
gogol (1522)

ტორპედო ნამეტანი ახალგაზრდაა და ეგრეც არ შეიძლება საქართველოში უნდა იყოს ასე: 4-5 გამოცდილი ფეხბურთელი ოღონდ ჩამოწერილი არა ისეთი ახალგაზრდებს მაგალითს რომ მისცემს და დანარჩენი ახალგაზრდები...

ახალგაზრდები დონეს უნდა აკმაყოფილებდნენ რათქმა უნდა და კიდე ზარმაცი ფეხბურთელი რაც არუნდა ნიჭიერი იყოს არ უნდა აიყვანონ... სიზარმაცის გამო 6 თვეში ერთხელ უნდა გააგდო ფეხბურთელი სხვებითვის მაგალითი რომ იყოს....

სულ იმის მოსმენა ამოვიდა ყელში ნიჭიერი მაგრამ ზარმაცია, ზარმაცია და ჯანდაბამდე გზა ჰქონია გააგდე რა გაუშვი... იმ ნიჭიერს მონდომებული ყოველთვის დაეწევა და გაუსწრებს რაც არ უნდა 10 თავით მაღლა იდგეს

17:25 | 19.10.2013
ჩიჩარიტო (18039)

საქართველოში უამრავია ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი +1 ჩემგან

14:11 | 19.10.2013
shotai-olimpi (2773)

ეს დედა აფეთქებული რუსთავში რატო არ ათამაშებენ მერე? დავიჯერო პაოკში ქაჩავს და მეტალურგში ვერა? !!! ასეთი საზიზღარი დაცვა რუსთავს კარგა ხანია არ ყოლია!!!

15:53 | 19.10.2013
ramo (435)

პაოკში რა ეგრევე ძირითადში იქნება? ან რა იცი რომ რეკომენდაციით არ ჩაირიცხა? ჯერ მოვიცადოთ.

14:07 | 19.10.2013
Nightsong (217)

კაია. ახალი ფეხბურთელები ჩნდება.

14:00 | 19.10.2013
ჩიჩარიტო (18039)

მაგარი გაუტანა ფურია როხას
0?'>http://www.myvideo.ge/?video_id=1377721':'>http://www.myvideo.ge/?video_id=1377721'))

13:47 | 19.10.2013
oddsshacke (171)

პაოკო მაგარი გუნდია

13:39 | 19.10.2013
madrid-fan (202)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/TrophymanagerSAQARTVELO?ref=hl')>0?'https://www.facebook.com/TrophymanagerSAQARTVELO?ref=hl':'https://www.facebook.com/TrophymanagerSAQARTVELO?ref=hl'))
დაალაიქეთ

0.067841