ფეხბურთი

18:30 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაატელაინენმა შესარჩევის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

 

ფინეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა, 15 ოქტომბერს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთის ნაკრებთან მატჩისთვის შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა.

ფინეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პაატელაინენმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:

მეკარეები: ნიკი მაენპა (“ვენლო”, ჰოლანდია), ლუკას ჰრადეცკი (“ბრონდბიუ”, ჰოლანდია), ჰენრი სილანპა (“ვაასან პალოსეურა”).

მცველები: პეტრი პასანენი (“ორჰუსი”, დანია), ველი ლამპი (“არსენალი”, კიევი, უკრაინა), კარი არკივუო (“ჰაკენი”, შვედეთი), იოონა ტოივიო (“მიოლდე”, ნორვეგია), იუკკა რაიტალა (“ჰერენვენი”, ჰოლანდია), მარკუს ჰალსტი (“მალმიო”, შვედეთი), მიკკო სუმუსალო, ტაპიო ჰეიკკილა (ორივე ჰიკ).

ნახევარმცველები: ტეემუ ტაინიო (ჰიკ), რომან ერიომენკო (“რუბინი”, რუსეთი), კასპერ ჰამალაინენი (“ლეხი”, პოლონეთი), პერპარიმ ჰეტემაი (“კიევო”, იტალია), ალექსანდერ რინგი (“კაიზერსლაუტერნი”, გერმანია), ტონი კოლემაინენი, რიკუ რისკი (ორივე “ჰონეფოსი”, ნორვეგია), რასმუს შულერი, საკარი მატტილა (ორივე ჰიკ).

თავდამსხმელები: ტეემუ პუკი (“სელტიკი”, შოტლანდია), ტიმო ფურუჰოლმი (“ჰალეშერი”, გერმანია), ერფან ზენელი (ჰიკ).

ფინეთი I შესარჩევ ჯგუფში იმყოფება საფრანგეთთან, ესპანეთთან, საქართველოსთან და ბელარუსთან ერთად. პაატელაინენის შეგირდებს, 9 ქულით, ესპანეთისა და საფრანგეთის შემდეგ მე-3 ადგილი უკავიათ, რომელსაც უკვე ვერავინ შეეცილება. მე-4 ადგილზე მყოფ საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს, ხოლო ბოლო პოზიციაზე  ბელარუსები არიან 4 ქულით. 

0.1254