სხვა

22:29 | 17.12.2013 | ნანახია 1593 - ჯერ

ორი მოულოდნელი შედეგი

საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში ორი მოულოდნელი შედეგი აღინიშნა. “თელავმა” “ქუთაისი” დაამარცხა – 45:23, ხოლო “იმედმა” – “სამტრედია” – 40:37.

თელავის გუნდმა წლევანდელ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო “იმედი” მესამე ადგილზე მყოფ “სამტრედიას” დაეწია. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უთუოდ “პეგასიც” ჩაერთვება, ხოლო პირველობისთვის შარშანდელი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, სტუ და “ბათუმი” იბრძოლებენ.

დღესვე, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა ბიჭების ოლიმპიური ნაკრები დაამარცხა – 32:13, ხოლო “ბათუმმა” – “პეგას” 44:37 სძლია. “პეგასმა” საკმაო წინააღმდეგობა გასწია და მეტოქე 6 ბურთზე მეტით წინ არ გაუშვია, თუმცა, უფრო დაახლოებაც ვერ მოახერხა.

ხვალ, სპორტკომპლექს “არენაში” მორიგი ოთხი მატჩია, ხოლო ხუთშაბათს ტური ორი ძალიან საინტერესო თამაშით დასრულდება: “პეგასი”-“სამტრედია” და “ბათუმი”-სტუ.

 

ეროვნული ჩემპიონატი

მეორე წრის პირველი ტური, 16-19 დეკემბერი, თბილისი

17 დეკემბერი

თელავი – ქუთაისი 45:23

თელავი: ა. სამიტაშვილი, ლილუაშვილი - გიორგელაშვილი 13, კობახიძე 8, გ. სვიმონიშვილი 6, ანდრიაშვილი 4, ი. სამიტაშვილი 4, გიგაური 4, მღებრიშვილი 2, ჯ. ნიკურაძე 2, ცისკარიშვილი 2, ნ. სვიმონიშვილი დიდებაშვილი, იაგორაშვილი.

ქუთაისი: გულეიშვილი, შეყრილაძე - ბოყოჩაძე 6, მათნაძე 5, გ. კვერნაძე 3, ტარუაშვილი 3, ბახტურიძე 2, ჯუღელი 2, ჩიხლაძე 1, ახალაძე 1, ლომიძე, მერკვილაძე, ახალბედაშვილი, ძნელაძე.

 

პეგასი – ბათუმი 37:44

პეგასი: დ. ნარსია - ა. ცხვარაშვილი 10, ოსიყმაშვილი 7, აბჟანდაძე 6, დიხამინჯია 4, გელაშვილი 4, ტ. კალანდაძე 3, ცუხიშვილი 1, კოხრეიძე 1, ქუთათელაძე 1, დემეტრაშვილი, ნატროშვილი.

ბათუმი: სამყურაშვილი - ჯორბენაძე 12, გამზარდია 8, უ. მაისურაძე 7, ყაველაშვილი 6, ხუნჯუა 6, წივწივაძე 4, ქარდავა 1, ჭელიძე, ვინოგრადსკი, ი. ნარსია, გოგიჩაიშვილი, ქავთარაძე, წიტაიშვილი, ჭანტურია.

 

იმედი – სამტრედია 40:37

იმედი: მღებრიშვილი, ლორია - იობაშვილი 12, ბეჟანიშვილი 9, აბაშიძე 8, ალანია 5, გიორგაძე 5, ჩიკვილაძე 1, მძელური, თაბაგარი, ი. კალანდაძე, მაჭარაშვილი, ჯმუხაძე, გოთოშია, ჩაკვეტაძე, გ. ხანდოლიშვილი.

სამტრედია: ხონელიძე, კიკნაძე - თევზაძე 11, წითელიშვილი 9, ხაჟომია 6, გ. ნიკურაძე 5, გაგლოშვილი 3, ჟვანია 3, ხვიჩია, ცხვარაძე, ზურაბიანი, ელგანდაშვილი, ავალიანი, ღაღანიძე, ბოცვაძე.

 

სტუ – ჭაბუკთა ნაკრები 32:13

სტუ: ცერცვაძე, ანდრიაძე, ხიდეშელი - ორჯონიკიძე 8, სიმონია 7, აბრამიშვილი 4, ლ. არსენაშვილი 3, ამირანაშვილი 3, სურმავა 2, სტურუა 2, გოგალაძე 2, გრიშიკაშვილი 1, გოგოლაძე, ბერძენიშვილი.

ჭაბუკები: ვათიაშვილი, ს. ხანდოლიშვილი - დანელიშვილი 3, ჰუსეინოვი 3, რუსტამოვი 2, კბილაშვილი 1, ე. არსენაშვილი 1, ნ. მაისურაძე 1, იობაშვილი 1, გაწერელია 1, ბაინაზაშვილი, ფერაძე, მამულაშვილი, ბიბილეიშვილი, გოგავა.

 

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი, ზურაბ ქოქოსაძე, ვახტანგ ბერიაშვილი

 

მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)

სტუ-------------9-9-0-0-310-204-16

ბათუმი---------9-8-0-1-375-280-14

სამტრედია-----9-5-0-4-325-308-10

იმედი-----------9-5-0-4-274-289-10

პეგასი-----------9-3-2-4-282-301-8

ქუთაისი--------9-2-1-6-268-341-5

თელავი---------9-1-1-7-233-273-3

ჭაბუკები--------9-0-2-7-249-320-2

 

18 დეკემბერი

14:00 არენა 1 იმედი – ბათუმი

15:30 არენა 1 თელავი – სამტრედია

16:00 არენა 2 ქუთაისი – სტუ

17:00 არენა 1 ჭაბუკთა ნაკრები – პეგასი

 

ბომბარდირები: ლექსო წითელიშვილი (სამტრედია) – 75, უჩა გამზარდია (ბათუმი) 73, გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) 72, ირაკლი თევზაძე (სამტრედია) 70, ნიკოლოზ ჯორბენაძე (ბათუმი) 70, გიორგი იობაშვილი (იმედი) 66, ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი) 65.

www.geohandball.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06428