ფეხბურთი

13:27 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ორჰუსის” ქართველები დანიის თასს გამოეთიშნენ

მალტის საფეხბურთო პრემიერლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა “ვალეტამ”, სადაც მეკარე ნუკრი რევიშვილი, ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე და თავდამსხმელი ოვონიკოკო ასპარეზობენ, სტუმრად “ჰიბერნიანსი” 3:1 დაამარცხა.

რევიშვილმა და მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ოვონიკოკო მოედანზე არ გამოჩენილა. “ვალეტას” 31 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ “ბირკირკარას” 3 ქულით ჩამორჩება.

დანიის თასის გათამაშებას 1/4-ფინალში გამოეთიშა “ორჰუსი”, რომლის ღირსებასაც დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე იცავენ. “ორჰუსი” საკუთარ მოედანზე “ოლბორგთან” 1:4 დამარცხდა. სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა. დევდარიანი მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა, ხოლო ვაწაძემ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. აქვე გეტყვით, რომ სხირტლაძემ, რომლითაც მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპზე “ორჰუსის” ხელმძღვანელობა მთლად კმაყოფილი არ იყო, ზედიზედ მეორე მატჩი სრულად ითამაშა. 

 

0.120808