ძიუდო

15:55 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორ-ორი ოქრო-ბრინჯაოს შანსი

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ორმა ქართველმა ძიუდოისტმა გაიარა – უშანგი მარგიანი (81 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ფინალში გავიდნენ. ლევან გუგავა (81 კგ) და გუგა კიბორძალიძე (+100 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 16:30 საათიდან დაიწყება. მარგიანი სერბ ნემანია მაჟდოვს დაუპირისპირდება, ღვინიაშვილი – აზერბაიჯანელ ეირუდინ დადაშოვს, გუგავა – სლოვაკ პეტერ ზილკას, ხოლო კიბორძალიძე – რუსეთის ნაკრების წევრ ტამერლან ბაშაევს.

დღესვე რუმინულ ტატამზე გურამ თუშიშვილი (100 კგ) და ელენე ქებაძეც (+78 კგ) გავიდნენ, მაგრამ ევროპირველობაზე გამოსვლა დილის პროგრამაშივე დაასრულეს.

 

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060454