უკრაინის პრემიერლიგაში ოდესის "ჩერნომორეცის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. დონეცკის "მეტალურგთან" გასვლაზე, მე-60 წუთზე თორნიკემ დაახლოებით 25 მეტრიდან მაღალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი კარში. მეკარემ მანამდე გამოსვლისას ოდესელთა შეტევა ჩაშალა და ამიტომაც, ოქრიაშვილი დაუცველ კარში ურტყამდა. კარგი გოლი გამოვიდა.
"ჩერნომორეცმა" 2:3 წააგო და აღსანიშნავია, რომ მეორე გოლიც ოქრიაშვილის დამსახურება იყო – პენალტი გამოიმუშავა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა ამ შეხვედრაში, მისი გუნდი კი მეხუთე ადგილზეა.
ბუბა დაუშვილის "კარპატიმ" შინ 0:1 წააგო დავით თარგამაძის "ილიჩივეცთან". დაუშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო თარგამაძე მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს. "კარპატი" მეთერთმეტე ადგილზეა, "ილიჩივეცი" კი მეცხრეზე.
ხორვატიის ჩემპიონატში სპლიტის "ჰაიდუკმა" გასვლაზე 1:4 წააგო "ჰრვატსკი დრაგოვოლიაცთან" და მესამე პოზიციაზეა. გიორგი ილურიძეს არ უთამაშია.
ოქრიაშვილის გოლი:
https://www.youtube.com/watch?v=LTC5Ao7VlwY