ფეხბურთი

12:09 | 27.03.2014 | ნანახია 1835 - ჯერ

ოქრიაშვილი უკრაინის თასის ნახევარფინალშია

ოდესის “ჩერნომორეცი”, რომლის ღირსებასაც თორნიკე ოქრიაშვილი იცავს, უკრაინის თასის 1/2-ფინალში გავიდა. ოდესელებმა სტუმრად მეორე ლიგის წარმომადგენელი “ტერნოპოლი” 1:0 დაამარცხეს და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. “ჩერნომორეცის” ვებგვერდის ინფორმაციით, ოქრიაშვილი ორივე ტაიმში აქტიური იყო და გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. აქვე გეტყვით, რომ ოდესელებმა მეტოქის კარი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე აიღეს.

რუსეთის თასს გამოეთიშა მეორე დივიზიონის “ტოსნო”, რომელსაც ზამთარში გორის “დილას” ექსფეხბურთელმა მიხაილ გორელიშვილმა მიაშუარა. 1/4-ფინალში, “ტოსნომ” სტუმრად პრემიერლიგის “კრასნოდარს” წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:3 დამარცხდა. გორელიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

სამხრეთ აფრიკის თასიდან გავარდა “მოროკა სვალოუვსი”, სადაც გიორგი ნერგაძე გამოდის. 1/8-ფინალში “მოროკა” შინ ”სუპერსპორტ იუნაიტედთან” 0:1 დამარცხდა, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა.

ლიტვის  A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-4 ტურში, “თრაკაიმ”, რომელშიც ბესიკ ამაშუკელი ასპარეზობს, გასვლაზე “სუდუვა” 1:0 დაამარცხა. ამაშუკელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ლიგის დებიუტანტ “თრაკაის” 7 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:02 | 28.03.2014
ogafa (10220)

ოქრი ნაკრებისთვის მაგრად გამოგვადგება

20:30 | 27.03.2014
araza-1918 (6330)

ოქრიმ მთავარია 90 წუთი ირლანდია ათრიოს სექტემბერში

18:43 | 27.03.2014
მუშნი რა ხდება? (163)

მუშნი რა ხდება?

14:11 | 27.03.2014
tengoroma (4673)

ოქრი გაექანეეეეეეეეეეეეეეეე

14:13 | 27.03.2014
tengoroma (4673)

bevri imuSave sakuTar Tavzeeeeeeeee

13:53 | 27.03.2014
akhali (10761)

ჩერნომორეცი ლეგიონერებმა დატოვეს და თუ ამ შესუსტებულ გუნდშიც საეჭვო გახდა ადგილი ძირითადში კარგად ყოფილა საქმე

12:37 | 27.03.2014
italiafun-juventino (12319)

წარმატებები!

12:16 | 27.03.2014
arturi-baierni (24493)

ოქრი ძირითადში ფეხს იკიდებს

0.067856