ფეხბურთი

15:06 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი ჰოლანდიასთან გამოირიცხა, გიგაური საეჭვოა

 

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 21 წლამდე ფეხბურთელთა შორის, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ თორნიკე ოქრიაშვილის თამაში გამოირიცხა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ეროვნული ნაკრების პრესატაშემ ოთარ გიორგაძემ აცნობა.

მარიუპოლის “ილიჩვეცის” ნახევარმცველი ორშაბათს გამართულ ვარჯიშზე დაშავდა. გაემგზავრება თუ არა ის ესპანეთში, რათა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთი-საქართველოს მატჩში სათამაშოდ, ექიმის დასკვნის შემდეგ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილსა და ჯანო ანანიძეს 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან მატჩში უნდა ეთამაშათ, ხოლო შემდეგ ალბასეტეში ეროვნულ გუნდს შეერთებოდნენ.

ორშაბათსვე, ძველი ტრავმა გაუმიზეზდა ქუთაისის “ტორპედოს” ნახევარმცველს მერაბ გიგაურს, რომელიც არ ვარჯიშობს. დიდი შანსია, ჰოლანდიასთან ვერც მან ითამაშოს, მაგრამ საბოლოოდ ეს საკითხი ჯერ მაინც არ გარკვეულა.

ქართველი 21-წლამდელები 10 ოქტომბერს ჰოლანდიას შეხვდებიან, ხოლო 14 ოქტომბერს – შოტლანდიას. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 15 საათზე დაიწყება.

0.118179