ფეხბურთი

13:10 | 25.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი ბელგიის თასს გამოეთიშა," ქართული" დერბი "ომონიამ" მოიგო

“გენკი”, რომელშიც თორნიკე ოქრიაშვილი გამოდის, ბელგიის თასის გათამაშებას 1/16-ფინალში გამოეთიშა.

“გენკმა” თავის მოედანზე “მეხელენთან” 0:1 წააგო. ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. მან 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ლუკა ზარანდია სამატჩო განაცხადში არ შეუყვანიათ. მასპინძლებმა გოლი 70-ე წუთზე გაუშვეს.

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) პირველი ტურის გადადებულ მატჩში, ფამაგუსტას “ანორთოსისი” გასვლაზე აპოელ-თან 0:2 დამარცხდა. ნახევარმცველებმა ირაკლი მაისურაძემ და გიორგი აბურჯანიამ სტუმართა შორის შეუცველელად იასპარეზეს. “ანორთოსისი” 3 ქულით 12 გუნდში მეათეა.

ხსენებულ ტურში “ოთელოსი” თავის მოედანზე ნიქოზიის “ომონიასთან” უქულოდ დარჩა – 0:1. მეკარე როინ კვასხვაძე, ნახევარმცველები ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი მასპინძლების რიგებში მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იმყოფებოდნენ. "ომონიაში" შოთა გრიგალაშვილი სრულად გაისარჯა, ხოლო უჩა ლობჟანიძე განაცხადში არ იყო. "ომონია" 7 ქულით მეოთხეა.  “ოთელოსი” 4 ქულით მეცხრეა.

კრეტას ოფი-ს საბერძნეთის საფეხბურთო თასის პირველ რაუნდში სტუმრად “ზაკინტოსს” დაუზავდა – 1:1. მეკარე გიორგი ლორიამ ოფი-ში 90 წუთი ითამაშა, ხოლო ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა.

ლატვიის ვირშლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-20 ტურში, “ვენტსპილსმა” რიგაში ადგილობრივ “დაუგავას” 3:0 აჯობა. ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი თადარიგში იყო და მოედანზე ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შევიდა. “ვენტსპილსმა” 67 ქული დააგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ზედიზედ ორი მატჩის წამგებ რიგის “სკონტოს” გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს.   

 ბელარუსის თასის 1/4-ფინალში ითამაშებს სოლიგორსკის “შახტიორი”, რომელმაც 1/8-ფინალში შინ “გოროდეიას” 1:0 აჯობა. განაპირა ნახევარმცველი სანდრო გურული თამაშში პირველი ტაიმის მერე ჩაერთო.

რუმინეთის თასის 1/16-ფინალში “კლუჟმა”, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გიორგი ჭანტურია დაუბრუნდა გასვლაზე “ვიტორულს” 2:0 აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ იყო.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში “ბასტიამ”, სადაც ლუკა კიკაბიძე ირიცხება “ნანტი” მიიღო და დაპირისპირება 0:0 დასრულდა. ამჯერად, 19 წლის ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე მასპინძლების განაცხადში ვერ მოხვდა. “ბასტიას” 7 ქულა აქვს და 20 გუნდში მეთექვსმეტეა.

უნგრეთის ლიგის თასის მე-3 რაუნდში “დიორმა” სტუმრად “მეზიოკევეშდ-ჟორის” 2:1 სძლია. ფორვარდ გიორგი ქვილითაიას გამარჯვებულთა შორის არ უთამაშია.

0.127877