ცოტა ხნის წინ, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის“ ლეგენდარულმა გოლკიპერმა ოლივერ კანმა ავსტრიაში ზალცბურგის უნივერსიტეტის ეკონიმიკის ფაკულტეტი დაამთავრა და როგორც ვეტერანი მეკარე ამბობს, ორწლიანი სწავლის პერიოდში, ის ჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობდა.
ოლივერ კანი ამბობს, რომ ზალცბურგში სწავლის დროს, მის კურსელებსა და ჯგუფელებს თავიდან არ სჯეროდათ, რომ მათთან ერთად ლეგენდარული მეკარეც იღებდა განათლებას, თუმცა შემდეგ ყველა შეეჩვია ამ ფაქტს. ოლივერს საკუთარი ცნობადობა კარგი ნიშნების მიღებაში არ დახმარებია. ერთი ის იყო, რომ ყველა – ლექტორებიცა და სტუდენტებიც - გოლკიპერს ათასგვარ კითხვას უსვამდნენ მის მიერ ჩატარებულ ძველ მატჩებზე.
ერთი სიტყვით, ახლა ოლივერ კანი ეკონომიკის დიპლომირებული მენეჯერია და მნიშვნელოვანია, რომ დიდი მეკარე განათლების ამ საფეხბურზე გაჩერებას არ აპირებს. ოლივერს სურს, რომ უახლოეს მომავალში სწავლა მაგისტრატურაში განაგრძოს და თავისი ახალი ხელობით მუშაობა მხოლოდ სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ დაიწყოს. კანისთანა ნიჭიერ კაცს, წესით, არაფერი არ უნდა გაუჭირდეს.







