კალათბურთი

18:59 | 30.08.2013 | ნანახია 2195 - ჯერ

“ოლიმპმა” გუნდის დაკომპლექტება დაასრულა

 

სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონმა, საუპერთასის მფლობელმა და ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულმა “ოლიმპმა” ახალი, 2013-14 წლების სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტება დაასრულა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა დავით თორთლაძემ განუცხადა.

სუპერლიგის მონაწილე თითოეულ გუდს უფლება აქვს ერთ სეზონში 16 სპორტსმენი გამოსცადოს. თორთლაძემ “ოლიმპში” 14 ადგილი შეავსო და თავისუფალი მხოლოდ ორი აქვს. ამჟამად “ოლიმპში” ირიცხებიან: ირაკლი მიქელაძე, ტატო თავართქილაძე, ირაკლი გულისაბედაშვილი, გეგი ბაქრაძე, ლაშა ფარღალავა, ირაკლი ლომიძე, ნოდარ გოგოძე, ბექა ნადირაძე, დავით ხიზანიშვილი, გიორგი ხანიშვილი, ნოდარ თენიეშვილი, თემურ ფხაკაძე, რევაზ ათანელიშვილი, რიჩარდ მათიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: დავით თორთლაძე

ასისტენტი: გიორგი მარხვაშვილი

სპორტული დირექტორი: ლევან გეგეშიძე

გუნდის დირექტორი: მიშა დაფქვიაშვილი

მენეჯერი: მიშა ფანჯიკიძე, გოგა ჭახნაკია

სხვადასხვა მიზეზით “ოლიმპი” ხელმძღვანელობასთან (მთავარი მწვრთნელი – გია კაზანჯიანი, ასისტენტი – თეიმურაზ აბულაძე, დიმიტრი ჟაკობოვი, მენეჯერი – გივი სანაძე) ერთად რამდენიმე კალათბურთელმა: ლევან ფაცაცია, კოკა ტომარაძემ, სტენ სოკმა, მიხეილ ბერიშვილმა, გიორგი ცირეკიძემ, აკაკი დვალიშვილმა, დარენ მორმა და სტეფან მილოშევიჩმა დატოვეს. მათ ნაცვლად თორთლაძემ ფარღალავა (“არმია”), მათიაშვილი (“ქუთაისი-2010”), ხანიაშვილი (თსუ), ლომიძე (“დინამო”), ხიზანიშვილი (თსუ) და ათანელიშვილი (“რუსთავი”) აიყვანა. “ოლიმპის” სხვა წევრები ის კალათბურთელები არიან, რომლებიც 2012-13 წლების სეზონშიც იმყოფებოდნენ.



კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:32 | 01.09.2013
darispani (1002)

რა ვიცი, ბათუმს კი აუყვანია კანადის ნაკრების გამთამაშებელი

00:43 | 01.09.2013
buska (1193)

ამ ოცნების გადამკიდე ესეც როა ეგეც მიკვირს ტუ არ გამოსცორდა იანვრიდან სიტუაცია ალბატ ვერ აიყვანს ვერცერტი გუნდი ლეგიონერს ჯერჯერობიტ უკან და უკან მიდის საქმე

22:35 | 31.08.2013
oposha (58)

როგორც ჩანს სუპერლიგა ლეგიონერების გარეშე, ცუდია მაგარიიი

21:37 | 31.08.2013
dato.nanava (2529)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

19:07 | 31.08.2013
xreveli (70)

გაპარსეთ ამ კაცს ერთი თუ ხალხი ხართ )))

13:45 | 31.08.2013
geniosa (83)

აბა წარმატებები ბიჭებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, იმედია მწვრთნელთა შტაბი თანაბარი კონკურენციის პირობებს შეუქმნის თითოეულ მათგანს.

0.067979