თამაშგარე

14:02 | 13.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ჩემპიონი ჰაშიშით ვაჭრობდა

22 წლის ბრიტანელი მოკრივე სუპერმძიმე წონაში ენტონი ჯოშუა, რომელმაც ლონდონის თამაშებზე ოქრო მოიპოვა, ნარკოტიკებით ვაჭრობდა.
გასული წლის მარტის თვეში ენტონი, ჰაშიშის შენახვა-გასაღებისთვის დააკავეს. ახალგაზრდა სპორტსმენს ციხე ელოდა, თუმცა სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი და 100 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოები აკმარა.
“ისეთივე ვიყავი, როგორიც ბევრი ახალგაზრდა ბიჭი – ჩემთვის მთავარი სათანადოდ ჩაცმა, ჩხუბი და გოგონები იყო, - განაცხადა ჯოშუამ – არც ისე, კარგი ადამიანი ვიყავი, მაგრამ დაპატიმრებამ ძალიან შემცვალა. ამ ინციდენტის შემდეგ გავიზარდე, როგორც პიროვნება და საკუთარ მოვალეობებზე დავფიქრდი”.
ოლიმპიადის დასკვნით დღეს ენტონიმ, ცნობილი იტალიელი მოკრივე რობერტო კამარელე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097734