ფეხბურთი

21:32 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოქრიაშვილი "გენკში" ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების და დონეცკის "შახტარის" საკუთრებაში მყოფი თორნიკე ოქრიაშვილი ბელგიურ "გენკში", ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კლუბის სრულფასოვანი წევრი და ლუკა ზარანდიას თანაგუნდელი გახდება.

"მსოფლიო სპორტმა" სანდო წყაროსგან შეიტყო, რომ ბელგიური კლუბის ერთ-ერთი დირექტორი ფილიპ ერდენი უკრაინულ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და შეთანხმებას უკვე  მიაღწია. "გენკი" 22 წლის შემტევი ქართველის სანაცვლოდ "შახტარს" მილიონიდან მილიონნახევრამდე ევროს გადაუხდის და ოქრიაშვილის სატრანსფერო უფლებებს მთლიანად გადაიფორმებს.

ოქრიაშვილი, სავარაუდოდ კლუბთან ან სამწლიან, ან 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს. ოქრიაშვილის ტრანსფერში “გაგრას” პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძეცაა ჩართული.

როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, ქართველ ფეხბურთელს უკრაინაში გაჩერება დაძაბული ვითარების გამო აღარ სურდა. ოქრიაშვილისადმი ინტერესს "გენკის" გარდა, იტალიური "კიევო", რუსეთის და ჰოლანდიის კლუბებიც იჩენდნენ.

ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ოქრიაშვილის შეძენას ესპანეთის პრიმერადივიზიონის ერთ-ერთი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბი ცდილობდა, თუმცა ტრანსფერს ხელი "შახტარმა" შეუშალა.

თორნიკე ოქრიაშვილს "გენკში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯი - სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლაღა აშორებს.

გიორგი ბალახაძე

0.115242