თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ჭადრაკში, სადაც 8, 10, 12, 14, 16 და 18-წლამდე გოგო-ბიჭები ასპარეზობენ.
ჩემპიონატი 11 ტურად წარიმართება და 22 ნოემბერს დასრულდება, დასვენების დღედ კი 17 ნოემბერია გამოცხადებული. მსოფლიოს ჩემპიონატში სულ 28 ქართველი მოჭადრაკე (11 ბიჭი და 17 გოგონა) ჩაება.
მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდის არაოპერატიული მუშაობის გამო, პირველი ტურის სრული შედეგები გვიან ღამემდე უცნობი გახლდათ, ის კი, შევიტყვეთ, რომ ქართველთა უმეტესობამ პარტიები გამარჯვებით დაასრულა.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში. ანტალია (თურქეთი). 12-23 ნოემბერი. პირველი ტური
ვაჟები
8-წლამდე
ლუკა ობოლაძე – ჰამზა ამიერი (ირანი) 0.5:0.5
დაჩი დოგვანი – ალექს სტეპანიჩი (სლოვენია) 1:0
დავით კამკია – იუანჩენ ჟანგი (კანადა) 1:0
10-წლამდე
ჯონი გოგოხია – შაჰ ეტული (ინდოეთი, 1903) 0:1
არკადი ვასილევი (რუსეთი) – ირაკლი ახვლედიანი 1:0
12-წლამდე
ირაკლი კელეპტრიშვილი – ჯოშუა რუისი (კოლუმბია, 2120)
ჟაკშილიკ ნურლანოვი (ყირგიზეთი) – ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (1923)
14-წლამდე
ირაკლი ბერაძე (2194) – შანაკა მუნასინგე (შრი-ლანკა, 1811) 1:0
16-წლამდე
ზურაბ ჯავახაძე (2376) – ალექსანდრ პონომარენკო (უკრაინა, 2073) 1:0
გიორგი ნიკოლაშვილი – დივეკ სურუჰლალი (სამხრეთ აფრიკა, 1706) 1:0
18-წლამდე
დავით ბენიძე (2450) – მაარტენ ლარმუსეუ (ბელგია, 2160)
გოგონები
8-წლამდე
მუტიალა ბანსი პრატიმა (ინდოეთი, 1562) – ელენე კოსტავა 1:0
გვანცა მარგველაშვილი – ალინა ბეშუკოვა (რუსეთი) 1:0
10-წლამდე
ანა ვასენინა (რუსეთი, 1859) – ნინო ჯალაღონია 1:0
კატარინა სცეპკინა (ბელორუსი) – თეა ჭოლაძე 0:1
ნინო დახუნდარიძე – მელის ტემელ ბერჩუ (თურქეთი) 1:0
12-წლამდე
ცეპანგ ტლალე (სამხრეთ აფრიკა) – ნინო ხომერიკი (1700) 0:1
14-წლამდე
ნანი უნაფქოშვილი (1993) – აიტოლინ გურჩანი (თურქეთი, 1641) 1:0
ანა კუჭავა (1932) – ალექსანდრა ბოტეზი (კანადა) 1:0
ლიკა კობეშავიძე (1906) – მარია ჰალამოვა (სლოვაკეთი) 1:0
ანა შამათავა (1856) – ნაზიეტ ოზქაი ირემი (თურქეთი) 1:0
16-წლამდე
ნაზი პაიკიძე (2257) – მონიკა სტოიკოვსკა (მაკედონია, 1906) 1:0
ზოია არნაცკაია (რუსეთი, 1893) – მერი არაბიძე (2254) 0:1
მარიამ სულამანიძე (1792) – რიან ბჰარატი (ინდოეთი, 2148) 1:0
მარიამ დანელია (2144) – ელვან ასანი (თურქეთი, 1785) 1:0
რუჩა პუჯარი (ინდოეთი, 2060) – დეა ჩაკვეტაძე (1696) 1:0
18-წლამდე
სოფიკო გურამიშვილი (2327) – აისელ ბახტიარლი (აზერბაიჯანი, 2042) 0:1
ქეთი წაწალაშვილი (2288) – ვოლდ ჰაუგ მარიანი (ნორვეგია, 2005) 1:0
ქვაცაბაია მერვედფინალში დამარცხდა
ესპანეთის ქალაქ მალიორკაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირი ქართველი სოფო ქვაცაბაიას გარეშე გაგრძელდება.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში ესპანელ კავალე-რეიმერსს 6:0, 7:5 სძლია, მერვედფინალში კი მე-4 ნომრად განთესილ კიდევ ერთ მასპინძელ სანდრა სოლერ-სოლასთან 1:6, 3:6 წააგო.







