ჩოგბურთი

20:47 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნოლეს” მესამე რომაული ტიტული

 ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფა ნადალი რომის “მასტერზ1000”-ის ფინალში ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. 2009 და 2012 წლებში რაფამ “მარადიული ქალაქის” საჩოგბურთო შეჯიბრების ფინალში ნოვაკს მოუგო, 2011-ში ტიტული ჯოკოვიჩმა მალიორკელის ძლევით მოიპოვა, დღეს გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში კი 26 წლის სერბმა 4:6, 6:3, 6:3 იმარჯვა და “მარადიული ქალაქის” საჩოგბურთო შეჯიბრება მესამედ მოიგო. “ნოლემ” რომში პირველად 2008-ში, ფინალში სტანისლას ვავრინკას დამარცხებით მოიპოვა.

ჯოკოვიჩისა და ნადალის დღევანდელ მატჩში პირველი სეტი ესპანელმა მოიგო, მეორეში სერბმა იმარჯვა. მესამე პარტია ჯოკოვიჩმა ზედიზედ 2 გეიმის მოგებით დაიწყო. ნადალმა მეექვსე გეიმში მეტოქის მოდებაზე იმარჯვა და ანგარიში გააყაიმა 3:3, მაგრამ ამის შემდეგ ნოვაკმა მიჯრით 3 გეიმი მოიგო (2 რაფას მოწოდებაზე) და რომის “მასტერზ1000”-ის გამარჯვებული გახდა.

ნადალისა და ჯოკოვიჩის ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, წინ კვლავინდებურად პირენელია – 22:19.

0.118036