ჩოგბურთი

19:59 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნოლემ” ფინალი დათმო, ქველმოქმედებაში ენდის არ ჩამორჩა

ენდი მარეიმ უიმბლდონის ჩემპიონობისთვის განკუთვნილი მთლიანი ჰონორარი, მილიონ 600 ათასი გირვანქა კიბოს სნეულებათა სამკურნალი ცენტრს რომ გადაურიცხა, გუშინ გამცნეთ. გამარჯვებულს არც მეორე ფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩამორჩა.

მსოფლიოს კლასიფიკაციის სერბმა ლიდერმა ლონდონში საქველმოქმედო გალასაღამო მოაწყო, რომლის მსვლელობისას შესული თანხა ჯოკოვიჩის სამშობლოსა და ევროპის სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება და ხელმოკლე ოჯახის ბავშვებს გადაეცემათ.

საღამოს ცნობილი მსახიობები კეით ჰადსონი და გოლდი ჰოუნი, აგრეთვე, სახელგანთქმული ჩოგბურთელები ბორის ბეკერი და ტიმ ჰენმანი, აგრეთვე ქალთა ერთეულთა თანრიგში უიმბლდონ2013-ის გამარჯვებული მარიონ ბარტოლი დაესწრნენ.

გასულ წელს ნოვაკ ჯოკოვიჩის საქველმოქმედო ფონდმა ანალოგიური საღამო ნიუ იორკში გამართა.

0.115226