ჩოგბურთი

0:02 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნოლე” სეტისწაუგებლად მეოთხედფინალშია

ხუან მონაკოს ძლევის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცინცინატის “მასტერზ1000”-ს ბელგიელი დავიდ გოფინიც 2 სეტიან მატჩში ჩამოაშორა 6:2, 6:0 და მეოთხედფინალში ამერიკელ ჯონ იზნერს გამოცდის.

რეიტინგსიის პირველმა ნომერმა სერბმა კლასიფიკაციის 80-ე საფეხურზე მყოფ ბენილუქსელს 50 წუთში მოუმთავრა საქმე. ჯოკოვიჩმა ამსათამაშო დროის მსვლელობისას 5-5 ბრეიკ-ეისი შეასრულა და გოფინთან პირადი დაპირისპირების ანგარიში 2:0 გახადა.

შეგახსენებთ, ნოვაკს კარიერის განმავლობაში 8 “მასტერზ1000” აქვს მოგებული და “სრული კომპლექტისთვის” მხოლოდ ცინცინატიში გამარჯვებაღა აკლია.

0.116914