ჩოგბურთი

13:25 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნოლე” მრავალფეროვნებაზე ზრუნავს

 სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში უპრობლემოდ გავიდა – წლის ბოლო სადიდსლემო შეჯიბრების 2011 წლის ჩემპიონმა ბალკანელმა მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო პორტუგალიელ ჟუან სოუზას 6:0, 6:2, 6:2 და მომდევნო სტადიაზე ესპანელ მარსელ გრანოლიერსს შეხვდება.

“ნოლემ” პირენელს საქმე საათსა და 40 წუთში მოუმთავრა. სოუზასთან კარიერის პირველ დაპირისპირებისას ნოვაკმა 8 ბრეიკი და 3 ეისი განახორციელა, ნამატჩევს კი შემდეგი განაცხადა: “ჩემი მიზანი მატჩის სამი სეტით მოგება იყო და საწადელის მიღწევა არ გამჭირვებია. ბადესთან თამაში შედარებით მიჭირს და ამის აღმოფხვრაზე ბევრს ვმუშაობ. ვცდილობ, თამაში უფრო მრავალფეროვანი გავხადო, ამასთან, ჩემი ერთ-ერთ უმთავრეს კოზირად მოწოდება რჩება. ამ ელემენტის კარგად შესრულების შემდეგ ქულების იოლად მოვიპოვებ”.

0.12679