17 წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის 2014 წლის ელიტ რაუნდის კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ნოდარ აკობიამ “მსოფლიო სპორტთან” განაცხადა, რომ ჯგუფში ძლიერი მეტოქეები ერგო.
ნოდარ აკობია: “ჯგუფში ყველა მეტოქე ძლიერია. ძალიან საყურადღებო მოწინააღმდეგეები გვყავს. თამაში ყველასთან შეიძლება. საჭიროა მობილიზება და კარგი მომზადება. ამ გუნდების თამაში უნდა შევისწავლოთ და ჩვენი ტაქტიკა ისე ავაგოთ. ფავორიტი გერმანიაა, როგორც ტაქტიკურად, ასევე ფიზიკურად. გერმანია იგივე დონის გუნდი იქნება როგორიც ჰოლანდია, ვისაც თბილისში შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ. სერბეთი სუსტი ნაკრები გინახავთ? მითუმეტეს, სერბები შინ თამაშობენ. მეტოქეებიდან მხოლოდ ირლანდიას არ ვიცნობ, ხოლო გერმანიაზე და სერბეთზე წარმოდგენა მაქვს”.
ლაშა კუპრაშვილის ფოტო