ჩოგბურთი

12:19 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიუ იორკში მეოთხედფინალისტები გაარკვიეს

 ამერიკის ღია პირველობის მამაკაცთა ერთეულთა შეჯიბრებაზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. როჯერ ფედერერის გარდა, საუკეთესო 8 მონაწილეს შორის მოხვდნენ ტურნირის სხვა ფავორიტები ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარეი, რაფა ნადალი. მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა ჯოკოვიჩმა უპრობლემოდ მოუგო ესპანელ მარსელ გრანოლიერსს 6:3, 6:0, 6:0 და მეოთხედფინალში ავსტრალიელი ვეტერანის ლეიტონ ჰიუიტის დამმარცხებელ მიხაილ იუჟნის შეხვდება.

26 წლის ბალკანელმა ერთი წლით უფროსი პირენელის ძლევას 2 საათი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში “ნოლემ” 7 ბრეიკი, 2 ეისი შეასრულა და გრანოლიერსთან პირადი შეხვედრების ბალანსი 2:0 გახადა.

ამერიკის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონ ენდი მარეის რაც შეეხება, 26 წლის შოტლანდიელმა საწყისი სეტი ტაი-ბრეიკით დაუთმო უზბეკეთის სახელით მოთამაშე დენის ისტომინს, მომდევნო 3 პარტიაში კი უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია - 6:7 (5:7), 6:1, 6:4, 6:4. უზბეკურ-ბრიტანული დაპირისპირება 3 საათზე ოდნავ მეტს გაგრძელდა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ენდიმ 6 ბრეიკი, 5 ეისი განახორციელა და პირად მატჩებში ისტომინს “მშრალად”, 2:0-ს უგებს. მარეის სამეოთხედფინალე მოწინააღმდეგე შვეიცარიელი სტანისლავ ვავრინკაა, რომელმაც აშშ-ის ღია პირველობაზე მეხუთე ნომრად განთესილ ჩეხ ტომაშ ბერდიხს 3:6, 6:1, 7:6 (8:6), 6:2 სძლია.

 

მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – მიხაილ იუჟნი (რუსეთი)

ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) – სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია)

რიშარ გასკე (საფრანგეთი) – დავიდ ფერერი (ესპანეთი)

რაფა ნადალი (ესპანეთი) – ტომი რობრედო (ესპანეთი)

0.133993