ფეხბურთი

17:40 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ გელაშვილი: “ყარაბაღში” თამაში ჩემთვის სასარგებლო იქნება”

აგდამის “ყარაბაღის” თავდამსხმელმა ნიკოლოზ გელაშვილმა, ინტერნეტგამოცემა azerisport.com-ტან საუბარში გაანცხადა, რომ ახალ გუნდთან ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტულის მოგება სურს.

- ახალ გუნდზე როგორი შთაბეჭდილება შეგექმნა?

- პირველი შთაბეჭდილება კარგია. გუნდში კარგი ატმოსფეროა. მეგობრული კოლექტივია.

- ამჟამად, როგორ სათამაშო ფორმაში ხარ?

- კარგში. თუმცა, თანდათან მომზადებასთან ერთად უკეთეს კონდიციებში ვიქნები. კარგ ფორმაში ყოფნა ჩემთვის აუცილებელია, რომ გუნდს დავეხმარო.

- ვიდრე კონტრაქტს გააფორმებდით, “ყარაბაღის” შესახებ რა იცოდით?

- ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებიც აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თამაშობენ, საკმაო ინფორმაცია მომაწოდეს, რომელიც ძირითადად დადებითია. გუნდის სათამაშო სტილზეც ბევრი მიამბეს.

- “ყარაბაღში” თქვენს თანამემამულე გიორგი ადამიას უთამაშია. გულშემატკივრები მას “ბიდჟოს” ეძახდნენ. თქვენ რა გსურთ რომ დაგიძახონ?

- მინდა, რომ ნიკო დამიძახონ.

- განვლილ სეზონში, აგდამელებს შეტევაში პრობლემები ჰქონდათ. თქვენი მისვლის შემდეგ რამე შეიცვლება?

- დრო გვაჩვენებს. თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. მჯერა რომ გუნდს სარგებელს მოუტან.

- ნიკოს “ყარაბაღში” რა ამოცანა ექნება?

- პირველყოვლისა, მსურს წარმატებას ევროპის ლიგაში მივაღწიო. როგორც ვიცი, “ყარაბაღს” 17 წელიწადია ჩემპიონობა არ მოუგია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდმა ტიტული დაიბრუნოს. 

- “ყარაბაღში” თამაშისას იმედი გაქვთ, რომ საქართველოს ნაკრებში მიგიწვევენ?

- “ყარაბაღი” ძლიერი გუნდია. მის რიგებში თამაში ჩემთვის სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა, წარმატებას თუ მივაღწევ ნაკრებში გამომიძახებენ.


0.118483