მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი ქართველი ლეგიონერების დავით თარგამაძისა და თორნიკე ოქრიაშვილის თემას კიდევ ერთხელ შეეხო.
“თარგამაძე და ოქრიაშვილი არც ჩვენთან და არც “შახტარში” ჩავიდნენ. სად არიან? ეს კითხვა მეც მაქვს” – განაცხადა პავლოვმა უკრაინულ “sigma tv”-სთან საუბარში.
თარგამაძე და ოქრიაშვილი “ილიჩივეცში” თამაშს რომ აღარ აპირებენ, ეს ფეხბურთელებმა თავადაც არაერთხელ აღნიშნეს. თუმცა, სად გააგრძელებენ კარიერას საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველები ჯერ უცნობია.