ქართველი სპორტსმენები

22:26 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას ლამაზი გოლი

ყაზანის "რუბინის" დუბლებმა 2:2 ითამაშეს ცსკა-ს სარეზერვოებთან და 67-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გაიტანა გოლი. ქართველი ფორვარდი 52-ე წუთზე შევიდა მინდორზე, გოლი კი მართლაც მშვენიერი გამოუვიდა: საჯარიმოში მცველებს ფინტებით გაუსწორდა და მეკარეს ახლოდან ზუსტად დაურტყა.

0.134764