ფეხბურთი

19:38 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ძალამიძე – პირველი ვარჯიში თებერვლის შემდეგ

ნიკა ძალამიძემ თებერვლის შემდეგ პირველად ივარჯიშა – მართალია, ეს მსუბუქი ინდივიდუალური ვარჯიში იყო, მაგრამ სასიამოვნოა, რომ მინდორზე გუნდთან ერთად ყოფნის საშუალება მიეცა. ძალამიძემ სარეაბილიტაციო კურსი სრულად უნდა გაიაროს და სავარაუდოდ, 2 თვე კიდევ ვერ ითამაშებს.

21 წლის ქართველმა შემტევმა თებერვალში “იაგელონიას” ვარჯიშზე მიიღო მძიმე ტრავმა: მუხლის მყესები გაიწყვიტა და ოპერაცია გაუკეთეს. შესაბამისად, ნიკას ჩემპიონატის მეორე წრე გაუცდა, მანამდე კი, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა და როგორც თავად უთხრა “მსოფლიო სპორტს”, მის მიმართ გერმანული “ვოლფსბურგიც” იყო დაინტერესებული.


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116329