ფეხბურთი

17:04 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ჭანტურია: “მთლიანი მატჩის ჩასატარებლად, 10 დღეში ვიქნები მზად”

როგორც “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, თბილისის “ლოკომოტივისა” და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ნიკა ჭანტურია ტრავმირებული გახლდათ. ჭანტურიამ ინტერვიუში გვითხრა, რომ მუხლს მკურნალობდა და ბერლინში ჩაუტარეს გამოკვლევა. გერმანიაში ნიკას ლევან კობიაშვილი დაეხმარა.

ჭანტურია 19-წლამდელებს არ ახლდა პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე, რადგან ჯერ ბოლომდე მომჯობინებული არ იყო. ახლაც, ჯერ სრულად 90 წუთით თამაში არ შეუძლია.

“ტრავმის შემდეგ ერთხელ ვითამაშე. ბოლოს, ბათუმის “დინამოსთან” შეცვლაზე შევედი და 18-20 წუთი ვითამაშე. მთლიანი, 90 წუთი ჯერ არ შემიძლია, მაგრამ 10 დღეში ამასაც მოვახერხებ”- გვითხრა ჭანტურიამ.

წინ 19-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდია, რომელიც 25-30 მაისს გაიმართება შვეიცარიაში. იქ საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან, ისრაელთან და კვიპროსთან იბრძოლებს პირველი ადგილის დასაკავებლად და ფინალურ ეტაპზე გასასვლელად.

0.114589